შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არნოლდ ქვარცხავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1981წწ. მუშაობდა სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო სამმართველო "მრეწვენტილაციაში"; 1981-1982წწ. მივლინებული იყო იუგოსლავიის საციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის სამშენებლო ორგანიზაციებში უფროს ინჟინერ-კონსულტანტად; 1985-1996წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის "სანტექმონტაჟის" სამმართველოს; 1996 წლიდან არის შპს "თბილსანტექმონტაჟის" დირექტორი; მონაწილეობდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიქტების მშენებლობაში, როგორებიცაა: თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატი, აბრეშუმის ფაბრიკა, თბილისის N31 საავიაციო ქარხანა, მიუსერის სამთავრობო აგარაკი, "ბაიკალ-ამურის" სარკინიგზო მაგისტრალის სამშენებლო ობიექტები, საქართველოს პარლამენტისა და კანცელარიის შენობები, კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, თბილისის N1 საშუალო სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღები, საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული, ჯანდაცვის და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.567; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.294 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |