შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ქირია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცაიში, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებელი 1951 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს; მოსკოვის უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი 1972 წელს; სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1983 წელს. 1946-1956წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ოფიცრად; 1956-1970წწ. მოღვაწეობდა ქ. რუსთავში სხვადასხვა სამეურნეო და საზოგადოებრივ სარბიელზე, მათ შორის ამიერკავკასიის "მეტალურგმშენის" ტრესტში; აქტიურად მონაწილეობდა ქ. ტაშკენტში მიწისძვრისგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაში, რისთვისაც დაჯილდოვებული იქნა უზბეკეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით; 1970 წელს გადაყვანილ იქნა ქ. ზუგდიდში პარტიულ სამუშაოზე, საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, სადაც იმუშავა 1973 წლამდე; კურირებას უწევდა "ენგურჰესის" მშენებლობას; 1973-1987წწ. იყო საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; ამ პერიოდში ადგილობრივი მრეწველობის სისტემაში რეკონსტრუირებული და აშენებული იქნა 340-ზე მეტი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი; 1987-1999წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.569 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |