The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ზუბიტაშვილი

გიორგი ზუბიტაშვილი
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1984  (40 წლის)
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ბაკალავრიატი 2005 წელს; 2007 წელს იმავე სასწავლებლის მაგისტრატურა და მიენიჭა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2009-2012 წლებში, სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, დოქტორანტურაში.

2007-2018 წწ. მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტზე, როგორც ადმინისტრაციული, ისე მოწვეული ლექტორის სტატუსით; 2015-2017 წწ. იყო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 2017 წლიდან არის მწვრთნელთა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის "ფიზიკური აღზრდა და სპორტის" ხელმძღვანელი; 2018 წლიდან  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის "სპორტის გამოყენებითი სახეების და ორთაბრძოლების კათედრის" გამგე. სპორტის მეცნიერების მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 30 ნაშრომი, მათგან 8 სტატია დაბეჭდილი აქვს მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების: Scopus, Ebsco და Elsevier-ის თემატურ ჟურნალებში. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2013 წლიდან), საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, ეროვნული კატეგორიის მსაჯი ძიუდოში. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდგომ მიენიჭა სპორტის დოქტორის (PhD) აკადემიური ხარისხი (Summa Cum Laude).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძიუდოისტთა სპორტული ფუნქციონირების პარამეტრები", დაიცვა 2012 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სპორტის ოსტატი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: