შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ქობულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღანიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი 1933 წელს. პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა "აწჰესის" მშენებლობაზე, საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტის" მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1956-1976წწ. იყო საქართველოს წყალთა მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრი; ხელმძღვანელობდა ქვემო სამგორის, ტაშისკარის, ზემო ალაზნის, თეძმის, მესხეთ-ჯავახეთისა და სხვა სარწყავი სისტემების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას; დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წყალსამეურნეო სისტემისა და მისი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების საქმეში; გამოცემული აქვს ნაშრომები ჰიდროტექნიკის საკითხებზე; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.570 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |