The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლონგინოზ ქორქია

ლონგინოზ ქორქია
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2012  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ამიერკავკასიის N571 ხიდმშენებელ სპეციალიზებულ სამმართველოში ხიდების მშენებელ ოსტატად; 1962-1969წწ. მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს საგზაო ს/კ ინსტიტუტში უფროს ინჟინრად; ხიდსაცდელი სადგურის უფროსად, ხელოვნურ ნაგებობათა განყოფილების გამგედ; 1969-1976წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ხელოვნურ ნაგებობათა განყოფილების უფროსად, სამინისტროს მთავარ სპეციალისტად მშენებლობის დარგში; 1976-1988წწ. ამავე სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსად; 1989-1990წწ. იყო საქართველოს ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს საერთო სარგებლობის გზების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1990 წლიდან იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური სამმართველოს უფროსი; მონაწილეობდა ბურჯების, საბურღ-საჩითი, გარსოვანი 1,6 მ-იანი ხიმინჯების, წინასწარდაძაბული 12 მ-იანი ფილოვან მალთა ნაშენების ათვისება-დანერგვაში (პირველად საგზაო მშენებლობაში), მაღალი სიმტკიცის მასალის "ნაფტლენის" გამოყენებით ლითონის მალთა ნაშენის მონტაჟში; მდინარეებზე: მტკვარზე, ალაზანზე, არაგვზე, წიწამურის ხევზე, იორზე, ლოჭინის ხევზე, ენგურზე, ძირულაზე, აჭარისწყალზე, ჭოროხზე სახიდე გადასასვლელებისა და ხელოვნური ნაგებობების (ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე) აგებაში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.572; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.261

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    მდინარე ხრამზე სახიდე გადასასვლელის - "წითელი ხიდის" მშენებლობის დადგენილ ვადაში დამთავრებისა და მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისათვის
  • შრომის ვეტერანი
  • საპატიო მეგზევე

გააზიარე: