შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ქორქაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1957 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე: ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, სახლსაშენი კომბინატის დირექტორად, რესპუბლიკურ გაერთიანება "საქქალაქმშენის" უფროსად, სს "საქქალაქმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; ხელმძღვანელობდა ბინათმშენებლობაში მოწინავე მეთოდების, ტექნიკური მიღწევებისა და სიახლეების დანერგვას; საცხოვრებელი სახლებისა და სოციალური სფეროს ობიექტების მშენებლობას დედაქალაქის ვარკეთილის, ვაზისუბნის, დიდი დიღმის მიკრორაიონებში და რესპუბლიკის გარეთ, რიგ რეგიონებში; აქტიურად მონაწილეობდა ქ. ტაშკენტის მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლების აღდგენასა და ახალი საცხოვრებელი უბნების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.572
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |