Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ქორჩილავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა აბაშა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1959წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაზე; 1959 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში", სადაც გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური, რიგითი ინჟინრიდან მთავარ ინჟინრამდე; მონაწილეობდა თბილისის ელმავალმშენებელი (რეკონსტრუქცია), სტაბილური იზოტოპებისა და ქუთაისის საავტომობილო ქარხნების, საგურამოს კოსმიური კვლევის ლაბორატორიის, ჭიათურის გამამდიდრებელი ფაბრიკების, რუსთავის ქიმკომბინატის, ქარხნების - "ავტოვაზის", "კამაზის", სამშენებლო ინდუსტრიისა და სხვა დარგების მნიშვნელოვანი ობიექტების დაპროექტებაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან; იყო დიპლომის ხელძღვანელი, კონსულტანტი, რეცენზენტი, სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი; მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.573 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |