The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჩოლოყაშვილი

დაბადების თარიღი:1802
გარდაცვ. თარიღი:1847  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაშვილი 1833 წელს იყო თუშეთის პრისტავი, შემდეგ თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის უფროსი, მაიორის ჩინით. ა. ზისერმანის სიტყვით, მიხეილ ჩოლოყაშვილი იყო "გაუნათლებელი, მაგრამ თავისებურად ძალიან ჭკვიანი". იგი მიხეილ ვორონცოვმა 1846 წელს დანიშნა საგამომძიებლო კომისიის თავჯდომარედ. ამ კომისიას უნდა გამოერკვია საფოსტო კარეტიდან მდინარე იორში ჩავარდნილი საფოსტო ჩემოდნის საქმე, ამ ჩემოდანში 48 ათასი მანეთი იყო და მის მოტაცებას თავად ანდრონიკოვსა და ადგილობრივ პოლიციელებს აბრალებდნენ (ა. ზისერმანი, გვ. 79). მიხეილ ჩოლოყაშვილი იყო ბიძაშვილი მიხეილ, ალექსანდრე და ზაქარია ჩოლოყაშვილებისა. 1831 წელს ცოლად შეირთო თადია ჩოლოყაშვილის ასული ნინო. ა.ზისერმანის თქმით, მიხეილის მეუღლე ყოფილა მეტად ლამაზი (А. Зиссерман, "Двадцатьпять лет на Кавказе", 1, 22). 

წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro


გააზიარე: