The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ქოჩაკიძე

მიხეილ ქოჩაკიძე
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1997  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხიანი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1932 წელს; მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა.

1932-1936წწ. მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაცია "მოსკოვმშენში" ტექნიკოსად, სამუშაოთა მწარმოებლად, მშენებლობის უბნის უფროსად; 1936-1942წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქსახპროექტის" უფროს არქიტექტორად, მთავარ ინჟინრად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1942-1946წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო კომისარიატის სახელმწიფო კონტროლის მთავარ კონტროლიორად, კომუნალური მეურნეობისა და მშენებლობის დარგში; 1946-1948წწ. კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის უფროსის მოადგილედ; 1949-1950წწ. იყო ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1950-1952წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილების უფროსი; 1952-1953წწ. ქუთაისის საოლქო კომიტეტის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1953-1960წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი, საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის "საქსახმშენის" თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი; 1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების საქმეში; მისი ნამუშევრებია: ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის შენობათა კომპლექსის რეკონსტრუქცია (პიონერთა სასახლედ გადაკეთება), თბილისის N31 ქარხნის საცხოვრებელი დასახლების, საცხოვრებელი სახლების (თბილისში - საბჭოსა და უნივერსიტეტის ქუჩებზე), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების (საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში) და სხვა პროექტები; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.573; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.413

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: