Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ქოქოსაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკოს-მშენებლის კვალიფიკაციით 1951 წელს. 1951-1953წწ. - სიონჰესის წყალსაცავის მშენებლობის ოსტატი, ტექნიკური განყოფილების ინჟინერი, მგეგმავი, დამპროექტებელი; 1953-1958წწ. - გუმათჰესის მშენებლობის სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, სამშენებლო უბნის უფროსი, კვანძის უფროსი; 1958-1960წწ. - ლაჯანურჰესის მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1960-1963წწ. - საქართველოს კპ-ის ცკ-ის ინსტრუქტორი; 1963-1965წწ. - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველი და ერთდროულად - ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1966-1973წწ. - ამიერკავკასიის N489 ხიდმშენის სამმართველოს უფროსი; 1973-1985წწ. - თბილისის ს. კიროვის რაიაღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შემდეგ, თავმჯდომარე; 1985 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ანალიზხელსაწყოს" გენერალური დირექტორის მოადგილე. ხელმძღვანელობდა "გუმათჰესის", 128 ხიდის, ბინათმშენებლობის, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას თბილისსა და სხვა რეგიონებში. ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. დაჯილდოებულია სამი ორდენით, მედლებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.574; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.341 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |