The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ქოქრაშვილი

ირაკლი ქოქრაშვილი
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1914
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1978  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი.

დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1932 წელს.

1932-1947წწ. მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. 1944 წლიდან მუშაობდა კინოში. მონაწილეობს ფილმებში: "ჯურხაის ხმალი" (ს. დოლიძე, დ. რონდელი, 1944), "ქეთო და კოტე" (ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი, 1948, ყარაჩოხელი), "მაგდანას ლურჯა" (თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე, 1955, გლეხი), ''ჩვენი ეზო" (რ. ჩხეიძე, 1956, გერასიმე), "ჩრდილი გზაზე" (დ. რონდელი, 1956, ილო), "ბაში-აჩუკუ" (ლ. ესაკია, 1956, მოურავი), "მაია წყნეთელი" (რ. ჩხეიძე, 1959, თავადი გუბაზი), "განძი" (რ. ჩხეიძე, 1961), ვარდენი), "ალავერდობა" (გ. შენგელაია, 1962, მედუქნე), "მიხა" (მ. კოკოჩაშცილი, 1964, მიხას ბიძაშვილი), "შეხვედრა წარსულთან" (ს. დოლიძე, 1966, ხალამბრე), "ღიმილის ბიჭები" (რ. ჩხეიძე, 1969, მეეზოვე), "დიდოსტატის მარჯვენა" (ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970, ხევისბერი), "სემირამიდას ბაღები" (ს. დოლიძე, 1970, ვარდენი), "ჩემი ქალაქის ვარსკვლავი" (ო. აბესაძე, 1970, ძუკუ), "წყალდიდობა" (თ. გოშაძე, 1971, მამასახლისი), "ნერგები" (რ. ჩხეიძე, 1972, გლეხი) და სხვ.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 179-180; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: