The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ქუთათელაძე

გურამ ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2014  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ელექტრომექანიკის ფაკულტეტი 1959 წელს; ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა.

მუშაობდა "საქენერგოს" ცენტრალური ლაბორატორიის გაწყობა-გაშვების სამსახურში ინჟინრად; ქ. თბილისის გათბობის ქსელების ("თბოქსელის") უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, დირექტორად; იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსპფლელექტრომშენის" N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი, დირექტორი; სააქციო საზოგადოება N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა საქართველოს რეგიონებში, მათ შორის, ცხინვალის (გაეროს ეგიდით) და აფხაზეთის საბრძოლო მოქმედების ზონებში ათეულობით კილომეტრი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-აღდგენაში, ცხინვალის გაზის მაგისტრალების მშენებლობაში, "ლაჯანურჰესისა" და სხვა ელექტროსადგურების გაწყობა-გაშვებაში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ელექტროქვესადგურების აღდგენით სამუშაოებში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.574


გააზიარე: