The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ქუთათელაძე

დაბადების თარიღი:22 მაისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1998  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1932 წელს.

1933-1945წწ. მუშაობდა კომუნალური მეურნეობის საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" ინჟინრის თანამდებობაზე; 1945-1975წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრის ასისტენტი, დოცენტი და პროფესორი; 1974-1977წწ. ხელმძღვანელობდა ამავე კათედრას; მნიშვნელოვანია მისი წვლილი მშენებლობის ამ დარგისთვის ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის საქმეში; იყო არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის, ათამდე მონოგრაფიისა და საქართველოს განათლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოების ავტორი; დაჯილდოებულია სახელმწიფო ტექნიკურ-სამეცნიერო კომიტეტის საპატიო სიგელებით და სახელმწიფო ჯილდოებით; მინიჭებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი 1951 წლიდან, პროფესორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.576


გააზიარე: