The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ქრისტესაშვილი

შოთა ქრისტესაშვილი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გ. ლორთქიფანიძის სახელოსნი) 1964 წელს.

ინსტიტუტში სწავლისას მონაწილეობა მიიღო კინოკომედიაში "თოჯინები იცინიან" (ნ. სანიშვილი, 1963). 1964-1967წწ. მოღვაწეობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, მონაწილეობდა თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეატრის სპექტაკლებში, გამოდიოდა "მეტეხის თეატრის" სცენაზე. 1970-იანის ბოლოდან მუშაობს კინოში, ასრულებს მთავარ და მეორეხარისხოვან სახასიათო როლებს ფილმებში: "ვერსათრიელა" (ლ. ჯანელიძე, 1982), "გარსევანი" (ლ. ზაქარეიშვილი, 1984), "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ნისლი" (ლ. ზაქარეიშვილი, 1985), "ბატონი ავანტიურისტები" (ბ. ჩხეიძე, გ. მატარძე, 1985), "მეტიჩარა" (ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1988), "ვამეხი მოდის" (ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა, 1988, ვეზირი), "ტურანდოტი" (ო. შამათავა, , 1989), "მდგმურები" (დ. ჯანელიძე, 1989), "ცეცხლათან თამაში" (გ. ვეფხვაძე, 1990, ანდრო), "მერცხლები და ბეღურები" (დ. ურუშაძე, 1991), "ისინი" (ლ. ზაქარეიშვილი, 1992), "ციხე-სიმაგრე" (დ. ჯანელიძე, 1993), "ლეონარდო" (დ. ნაცვლიშვილი, 1993, ნოე), "შიში" (გ. ვეფხვაძე, 1995, გიჟი), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (ნ. ჯორჯაძე, 1996), "ცარიელი სივრცე" (მ. ბორაშვილი, 2001), "ორმო" (მ. ქაცარავა, 2002), "თბილისი-თბილისი" (ლ. ზაქარეიშვილი, 2005), "ოცნების ქალაქი" (დ. იმედაშვილი, 2010) და სხვ. მონაწილეობს ტელესერიალებში, გაახმოვანა რამდენიმე ასეული როლი. 2004 წლიდან ხელმძღვანელობს ტელეკომპანია "იმედის" დუბლაჟის განყოფილებას.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 180; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.gegza.kvirispalitra.ge


გააზიარე: