შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ქურდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი 1964 წელს; 1969 წელს ასპირანტურა. 1969-1982წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპში"; 1984-1989წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1983 წლიდან საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ქალაქმშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1988-2001წწ. ხელმძღვანელობდა საპროექტო-დიზაინერულ სტუდია "რაკურსს"; 1975-1978წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და 1988-2001წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; ავტორია რიგი და მათ შორის ზღვისპირეთის დასასვენებელი კომპლექსების დაგეგმარების პრინციპებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომებისა; მისი ძირითადი ნამუშევრებია: 600-ადგილიანი სასტუმრო "კოლხეთი" (ქობულეთში), მთაწმინდის პარკის რეკონსტრუქციისა და განვითარების გენგეგმა, "მთაწმინდის" პარკის მთავარი შენობის ორი რეკონსტრუქცია (თბილისში), საცხოვრებელი დასახლება 2000 კაცზე საბჭოთა სპეციალისტებისათვის ქ. ხოშიმინში (ვიეტნამი), კონცერნ "საქკურორტის" ადმინისტრაციული შენობისა და სასტუმრო "საქართველოს" რეკონსტრუქცია (თბილისში), თბილისის საწყლოსნო-სასპორტო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კომპლექსისა და 25-ნომრიანი სასტუმროს (ბაკურიანში) პროექტები; თანაავტორებთან ერთად შესრულებული აქვს სხვადასხვა ობიექტების მხატვრულ-დეკორატციული გაფორმება; იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ქალაქმშენებლობის, თბილისის მთავარი არქიტექტორის მრჩეველთა და თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოების წევრი. არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.576-577 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |