The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის ძნელაძე

ბორის ძნელაძე
Date of birth:23 August, 1901
Date of death:5 October, 1923  (at 22 years)
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი. 

1917-1918 წლებში ძნელაძის ხელმძღვანელობით თბილისში ჩამოყალიბდა "სპარტაკის" ორგანიზაციები; 1919 წელს იგი აირჩიეს "სპარტაკის" თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელად, შემდეგ "სპარტაკის" ამიერკავკასიის დროებითი სამხარეო კომიტეტის ხელმძღვანელად, სექტემბერში - რაკკ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტში. რევოლუციური მოღვაწეობისათვის ძნელაძე 1919-1920 წლებში მენშევიკებმა 5-ჯერ დააპატიმრეს, 2-ჯერ გაასახლეს საქართველოდან; 1920 წლის აგვისტოში აირჩიეს საქართველოს კომკავშირის ცკ-ის მდივნად. მონაწილეობდა რაკკ-ის (რუსეთის ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირი) III ყრილობის მუშაობაში; 1921 წელს მე-11 წითელი არმიის რიგებში იბრძოდა თბილისის მისადგომებთან. იმავე წლის თებერვალში აირჩიეს კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივნად, სექტემბერში კი რაკკ კავკასიის სამხარეო კომიტეტის შემადგენლობაში შეიყვანეს და კავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივნის მოვალეობის შესრულება დაავალეს; 1921 წლის დეკემბერში აირჩიეს საქართველოს კპ დუშეთის სამაზრო კომიტეტის მდივნად. შემდეგ მუშაობდა სამხარეო სკოლის პოლიტკომისრად; მისი სახელობის იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე, ამჟამად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. მისი სახელი ნიენიჭა მწვერვალს კავკასიონზე; 1976 წელს ქალაქ თბილისის მახლობლად, შავნაბადის მთის სამხრეთ კალთაზე, გაშენდა "კომკავშირული ქალაქი ბორის ძნელაძე", რომელიც 1989 წლიდან გარკვეული დროით მხედრიონის ბაზად იქცა; საქართველოში კომკავშირული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.279-280; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org

Member of Organizations

  • კომპარტიის წევრი (1917-)

Share: