The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდიკ ქუჩულორია

დოდიკ ქუჩულორია
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1942  (81 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი მშენებლობის ეკონომიკის სპეციალობით 1965 წელს.

1965-1967წწ. მუშაობდა კომის ასსრ ქ. ვორკუტაში, სამშენებლო კომბინატ "პეჩორშახტმშენის" ინჟინერ-ეკონომისტად; 1968-1989წწ. "ენგურჰესის" მშენებლობაზე - მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად, "ენგურჰესის" მშენებლობის უფროსის მოადგილედ; 1989 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ზუგდიდის N12 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1993 წლიდან სს "მშენებლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.580

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

გააზიარე: