შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ქუცნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხოფცა, თიანეთის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სამთო ტექნიკუმი 1961 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროგეოლოგის კვალიფიკაციით 1967 წელს. 1967-1989წწ. მუშაობდა კავკასიის რკინიგზის საკვლევ-საძიებო-საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსში", სადაც განვლო ყველა თანამდებობრივი საფეხური რიგითი ინჟინერ-გეოლოგის თანამდებობიდან ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილების გამგის და მთავარი ინჟინრის მოადგილის თანამდებობამდე; ინსტიტუტში მოღვაწეობის 22 წლის განმავლობაში იყო საქართველოს და უცხოეთის ქვეყნებში განხორციელებული რკინიგზების მშენებლობის პროექტების მთავარი ინჟინერ-გეოლოგი და პროექტის თანახელმძღვანელი; 1988-2008წწ. აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტის, დოცენტის, პროფესორის; ხოლო 2002 წლიდან ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის კათედრის გამგის და მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობებზე; მისი ხელმძღვანელობით 1994 წელს დაარსდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკვლევ-საძიებო-საპროექტო ცენტრი "სტუპროექტცენტრი"; 1997 წელს შპს "ჯეოინჟინერინგი", რომელსაც 2002 წელს მიენიჭა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი საინჟინრო კვლევა-ძიების, დაპროექტების, მშენებლობის პროექტის მენეჯმენტის, სამეცნიერო კვლევებისა და დაგეგმვის საქმიანობაში; "სტუპროექტცენტრსა" და "ჯეოინჟინერინგს" მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ისეთ დიდ პროექტებში, როგორებიცაა "ბაქო-სუფსის" და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენები, "ბაქო-თბილისი-ერზრუმის" მაგისტრალური გაზსადენი, "ჩრდილოეთ-სამხრეთის" გაზსადენი, ნავთობის და თხევადი გაზის ტერმინალები ბათუმსა და ფოთში, საქართველოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი და სხვა; არის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ხელმძღვანელობდა და მომზადებული ჰყავს მრავალი მაგისტრანტი, მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი; წლების განმავლობაში იყო გეოლოგიისა და სატრანსპორტო მშენებლობის დარგებში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი კომისიის წევრი; 2007 წელს არჩეულ იქნა საქართველოს გრუნტების მექანიკისა და გეოტექნიკური ინჟინერინგის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად; 1979 წლიდან აქტიურ საექსპერტო საქმიანობას ეწევა მშენებლობის პროექტების საინჟინრო-გეოლოგიური უზრუნველყოფის ხარისხის შეფასების კუთხით; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებაში, როგორებიც იყო, "ხაშური-ზესტაფონის" მეორე ლიანდაგი, "მარაბდა-ახალქალაქი-ყარსი", კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზა, თბილისის მეტროპოლიტენი, "ტუაფსე-ადლერის" მეორე ლიანდაგი, "კრასნოდარ-ტუაფსე" და "ანაპა-იუროვსკაია" (რუსეთი), "შორყა-ზოდის", "იჯევან-რაზდანის" და ერევნის შემოვლითი რკინიგზები, ხუდაფერინის წყალსაცავის შემოვლითი რკინიგზა (აზერბაიჯანი), "მეშხეთ-სერახსის" რკინიგზა (ირანი) და სხვა. 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, 1990 წელს - სადოქტორო დისერტაცია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.581 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |