The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნონა ღამბაშიძე

ნონა ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:სცენარისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს და საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) სასცენარო განყოფილება 1976 წელს.

1967 წლიდან მუშაობს ქდსპფ სტუდიაში (შემდგომში "მემატიანე") რედაქტორად. მისი სცენარით გადაღებულია 40-ზე მეტი ფილმი, მათ შორის: "ადამიანები და ვარსკვლავები (ვ. ვალიშვილი, 1970), "გულიდან გულამდე" (ვ. ჭიჭინაძე, 1970), "გაუფრთხილდით სიცოცხლეს" (ქ. ღამბაშიძე, 1974), "20 კითხვა დედოფლებს" (ს. სტახოვი, 1980), "თემის მარცვალი" (ე. მდინარაძე, 1985), "სასწაული ძაფებზე" (ნ. დუმბაძესთან ერთად/ნ. კუზანოვი, 1985), "არჩევნები" (გ. ხუციშვილი, 1988), "გეპატიჟებათ საქართველო" (ზ. შანიძე, 1989), "რუსთავი-40" (მ. ყიფიანი, 1989), "ლეხაიმ!" (რ. ხოტივარი, ი. პაპავა", 2005), "ქართველი ლეგიონერი" (გ. თორაძე, 2007) და სხვ. პროდიუსერი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 181; ქართული ფილმოგრაფიის პორტალი geocinema.gegmtv.ge


გააზიარე: