Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნონა ღამბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს და საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) სასცენარო განყოფილება 1976 წელს. 1967 წლიდან მუშაობს ქდსპფ სტუდიაში (შემდგომში "მემატიანე") რედაქტორად. მისი სცენარით გადაღებულია 40-ზე მეტი ფილმი, მათ შორის: "ადამიანები და ვარსკვლავები (ვ. ვალიშვილი, 1970), "გულიდან გულამდე" (ვ. ჭიჭინაძე, 1970), "გაუფრთხილდით სიცოცხლეს" (ქ. ღამბაშიძე, 1974), "20 კითხვა დედოფლებს" (ს. სტახოვი, 1980), "თემის მარცვალი" (ე. მდინარაძე, 1985), "სასწაული ძაფებზე" (ნ. დუმბაძესთან ერთად/ნ. კუზანოვი, 1985), "არჩევნები" (გ. ხუციშვილი, 1988), "გეპატიჟებათ საქართველო" (ზ. შანიძე, 1989), "რუსთავი-40" (მ. ყიფიანი, 1989), "ლეხაიმ!" (რ. ხოტივარი, ი. პაპავა", 2005), "ქართველი ლეგიონერი" (გ. თორაძე, 2007) და სხვ. პროდიუსერი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 181; ქართული ფილმოგრაფიის პორტალი geocinema.ge; gmtv.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |