შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ღვამიჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1983 წელს; 1986-1989წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1993 წელს დაამთავრა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინის დიპლომატიური სკოლა და გაიარა სტაჟირება ბრიუსელის ნატოს შტაბბინაში; 1997 წელს დაამთავრა ბერლინის გოეთეს ინსტიტუტი. 1983-1989წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზკურორტპროექტის" საქართველოს ფილიალში არქიტექტორად; 1998-2000წწ. ვენაში გაეროს შტაბბინაში საერთაშორისო საკითხების ექსპერტად საქართველოდან; 2000-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მთავარ სპეციალისტად; 1989 წელს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომთა კრებული "დიდ აგლომერაციებში ხანმოკლე დასვენების ცენტრების არქიტექტურული ორგანიზაცია"; 1993 წელს ბერლინში გამოიცა ნაშრომი "საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები"; 1998 წელს გამოსცა წიგნი "ევროკავშირი XXI საუკუნის მიჯნაზე"; პრაქტიკული პროფსიული საქმიანობის წლებში შესრულებული აქვს არაერთი არქიტექტურული ობიექტის პროექტი; ამავე პერიოდში თბილისში, მოსკოვში, ბერლინში, კიევში მოწყობილი აქვს პერსონალური გამოფენები - არქიტექტურა, გრაფიკა, ფერწერა, კარიკატურა და ქანდაკება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.582-583 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |