The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1900
გარდაცვ. თარიღი:1979  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტეზერი, ხაშურის რაიონი.

I მსოფლიო ომის დროს იყო კავკასიელი თავადაზნაურობისაგან შემდგარი კავალერიის მებრძოლი. 1924 წელს თბილისის ცირკში ერთ-ერთი წარმოდგენის დროს კინორეჟისორმა ივანე პერესტიანმა, რომელიც ფილმისთვის "სამი სიცოცხლე" იერემია წარბას როლის შემსრულებელს ეძებდა, მაყურებლებს შორის ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ახალგაზრდა შენიშნა და როლზე მიიწვია. ამ როლით დაიწყო დიმიტრი ყიფიანის სამსახიობო კარიერა. შეასრულა მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები ფილმებში: "დაკარგული საუნჯე" (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1924, მეფის არმიის ოფიცერი), "ათასის ფასად" (ვ. ბარსკი, 1925), "ვინ არის დამნაშავე" (ა. წუწუნავა, 1925, ბესია), "ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე" (ი. პერესტიანი, 1925, ტარიელის ამხანაგი), "ნათელა" (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1926, თავადი ჩაჩუა), "ხანუმა" (ა. წუწუნავა, 1926, კინტო), "გიული"(ნ. შენგელაია, ლ. პუში, 1927, ფარი), "ორი ცელქი" (ნ. კახიძე, 1927), "შხვედრა" (გ. გომართელი, 1930, ეფენდიევი), "ნამდვილი კავკასიელი" (მ. გელოვანი, 1931), "დიადი განთიადი" (მ. ჭიაურელი, 1938), "მაიაკოვსკი იწყებდა ასე..." (კ. პიპინაშვილი, 1958, თავადი ჭავჭავაძე), "მაია წყნეთელი" (რ. ჩხეიძე, 1958, ხანი), "გლახის ნაამბობი" (ლ. ესაკია, 1961, ყარაჩოხელი), "გენერალი და ზიზილები"(მ. ჭიაურელი, 1963, ოფიცერი), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"(მ. ჭიაურელი, 1965, თავადი), "ვედრება" (თ. აბულაძე, 1967, თავადი), "დიდოსტატის მარჯვენა" (ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი, 1970, მანდატურთუხუცესი), "სინემა" (ლ. ელიავა, 1977). ხშირად იწვევდნენ სხვა ქვეყნების კინოსტუდიებში.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 185-186; ქართული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: