შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ღონღაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა დედოფლისწყარო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1978 წელს. 1978-1982წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახავტოგზატრანსში" ხელოვნური ნაგებობების განყოფილების ინჟინრის თანამდებობაზე; 1982 წლიდან მუშაობს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტში "ტრანსპროექტი", ხელოვნური ნაგებობების განყოფილების წამყვანი ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, პროექტის მთავარი ინჟინრის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე; 1999 წლიდან პროექტირების საინჟინრო უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2002 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი იყო; 2011 წლიდან მუშაობდა ხელოვნური ნაგებობების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საავტომობილო გზების კვლევა-ძიებისა და დაპროექტების საქმის განვითარებაში; მისი მონაწილეობით დაპროექტებულია საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების მრავალი პროექტი: "სამტრედია-გრიგოლეთის" 52 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობის, "ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის" მონაკვეთის 58 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობის, "თბილისი-რუსთავის" მონაკვეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის, "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" მაგისტრალური გზის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების, ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისა და "ჩაქვი-მახინჯაურის" მონაკვეთის მშენებლობის, "სენაკი-ფოთი-სარფის" მაგისტრალური გზის 89-96 კმ, მახინჯაურის მონაკვეთისა და გვირაბების მშენებლობის, "ვაზიანი-გომბორი-თელავის" საავტომობილო გზის 1-66 კმ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა მრავალი; 1997 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გამოეცხადა მადლობა საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის პროგრამის დამუშავებისათვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.584-585; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.321 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |