The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია მანია

მაია მანია
დაბადების თარიღი:1957  (67 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. მაია მანიას სამეცნიერო კვლევის სფეროა  თბილისის და სხვა ქართული ქალაქების საერო არქიტექტურა. თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის განყოფილების ასოცირებული პროფესორი, 2005 წლიდან აკადემიაში მიჰყავს თბილისისა და სხვა ქართული ქალაქების არქიტექტურის ისტორიის კურსი; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ექსპერტ-არქიტექტორი; ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმა-ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპები, მეცნიერ-კონსულტანტი, პროექტი დაამუშავა ICOMOS  საქართველომ, UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის დივიზიის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით (2005 წ.). არქიტექტურის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, პროფესორი. 

წყარო: საინფორმაციო პორტალი - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული კვლევითი ცენტრი gch-centre.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: