შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე მარდალეიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტი 1967 წელს. 1967-1970 წლებში მუშაობდა დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის დაბა კოჩუბეიში ექიმ - სტომატოლოგად, 1970-1974 წლებში იყო მოსკოვის სტომატოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი ყბა-სახის ქირურგიის სპეციალობით, 1974-1976 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1976-1984 წლებში - მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების დოქტორანტი (1980-1984). 1984 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების ხელმძღვანელი, 1997-2011 წლებში მის მიერ დაარსებული "ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის" ხელმძღვანელი, 1999-2000 წლებში სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი. 2000-2006 წლებში სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის გამგე, კითხულობდა საგანს: ზოგადი ონკოლოგია; 2006-დან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. კითხულობს საგანს: პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დაავადებათა კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა; 2012 - დან დღემდე მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკის - "ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი"-ს ხელმძღვანელი. 3 წიგნის და 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საინფორმაციო პორტალი - მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკა - "კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" - mmc.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.99 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |