შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასლან ღოღობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1960 წელს. 1964-1985წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახსოფლპროექტში"; მოგვიანებით მუშაობდა მოსკოვის საცხოვრებელ შენობათა ცენტრალურ ს/კ საპროექტო ინსტიტუტში, თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ჯგუფისა და სექტორის ხელმძღვანელად; 1982-1992წწ. იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის განყოფილების უფროსი; 1992-1997წწ. არქიტექტურის, ქალაქმშენებლობისა და ტერიტორიულ-სივრცითი ორგანიზაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე და კოლეგიის წევრი; იყო არქიტექტურის კანდიდატი; 30-მდე პროექტის ავტორი და თანაავტორი. მინიჭებული ჰქონდა სსრკ მინიტრთა საბჭოს პრემია (ხარბინის ჰიდროკვანძის საექსპლუატაციო პერსონალისთვის საცხოვრებელი დასახლების დაპროექტებაში მონაწილეობისათვის) და "ვიეტნამის მშენებელის" საპატიო წოდება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.585 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |