შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიტალი ღოღობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1942 წელს. 1943-1948წწ. ეწეოდა პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობას სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; 1948-1970წწ. მუშაობდა პარტიულ-პროფკავშირულ ორგანოებში; იყო საქართველოს კ/პ თბილისის კიროვის რაიკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი, საქართველოს კ/პ ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი, ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1956 წელს დაინიშნა კავშირგაბმულობის, საავტომობილო ტრანსპორტისა და საგზაო მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკური პროფკავშირების საბჭოს მდივნად; 1970 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1973 წლიდან იყო საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები, გამოქვეყნებული აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.586
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |