The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიტალი ღოღობერიძე

Date of birth:27 May, 1918
Date of death:1979  (at 60 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1942 წელს.

1943-1948წწ. ეწეოდა პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობას სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; 1948-1970წწ. მუშაობდა პარტიულ-პროფკავშირულ ორგანოებში; იყო საქართველოს კ/პ თბილისის კიროვის რაიკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი, საქართველოს კ/პ ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი, ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1956 წელს დაინიშნა კავშირგაბმულობის, საავტომობილო ტრანსპორტისა და საგზაო მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკური პროფკავშირების საბჭოს მდივნად; 1970 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1973 წლიდან იყო საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები, გამოქვეყნებული აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.586


Share: