შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ღოღობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1936 წელს. 1932-1941წწ. მუშაობდა უფროს ტექნიკოსად, სამუშაოთა მწარმოებლად მტკვრის სანაპიროს მე-3 და მე-4 რიგის მშენებლობებზე, ქ. თბილისის სამშენებლო სამმართველო "ინჟმშენის" უფროსად; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1941-1946წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, როგორც ინჟინერ-მშენებელი; 1946-1967წწ. მუშაობდა ქ. თბილისის სარაიონო სარემონტო-სამშენებლო კანტორის მთავარ ინჟინრად, უფროსად, სამშენებლო სამმართველო "ტრანსწყალმშენის" ასფალტ-ბეტონის ქარხნის დირექტორად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N5 და N6 სამშენებლო სამმართველოების მთავარ ინჟინრად, უფროსად, რკინაბეტონის ნაგებობათა N1 ქარხნის და სახლმშენებელი კომბინატის დირექტორის მოადგილედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.586 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |