The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ღოღობერიძე

Date of birth:10 May, 1908
Date of death:1974  (at 65 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1936 წელს.

1932-1941წწ. მუშაობდა უფროს ტექნიკოსად, სამუშაოთა მწარმოებლად მტკვრის სანაპიროს მე-3 და მე-4 რიგის მშენებლობებზე, ქ. თბილისის სამშენებლო სამმართველო "ინჟმშენის" უფროსად; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1941-1946წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, როგორც ინჟინერ-მშენებელი; 1946-1967წწ. მუშაობდა ქ. თბილისის სარაიონო სარემონტო-სამშენებლო კანტორის მთავარ ინჟინრად, უფროსად, სამშენებლო სამმართველო "ტრანსწყალმშენის" ასფალტ-ბეტონის ქარხნის დირექტორად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N5 და N6 სამშენებლო სამმართველოების მთავარ ინჟინრად, უფროსად, რკინაბეტონის ნაგებობათა N1 ქარხნის და სახლმშენებელი კომბინატის დირექტორის მოადგილედ.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.586

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: