The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ღოღობერიძე

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი მშენებელ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1963 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო, საპროექტო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში; 1983-1988წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრის გამგე, პროფესორი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი კომუნალური დარგის განვითარებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის საქმეში; აღსანიშნავია მისი დამსახურება ენერგეტიკისა და ეკოლოგიის პრობლემების გადაწყვეტაში; ასევე, მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი რესპუბლიკაში მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესების მშენებლობის საქმეში; ავტორია ორ ათეულზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და გამოგონების; არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის, პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს წევრი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევებისთვის 1981 წელს გახდა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი ტექნიკის დარგში. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.586-587

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: