Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ყურაშვილი![]()
Biographyდაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1980წწ. მოღვაწეობდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1980 წლიდან ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობია. 1985-1987წწ. გამოდიოდა "მეტეხის თეატრის" სცენაზე. მუშაობს კინოში, მთავარი და ეპიზოდური როლები შეასრულა ფილმებში: "ძმა" (თ. ბაბლუანი, 1981), "სერაფიტა" (. ხონელიძე, 1981, მირიანი), "წიგნი ფიცისა" (გ. ლორთქიფანიძე, 1983, დავით ვეზირი), "ზღვის მაშვრალნი" (ე. სეშანი, გ. გაბესკირია, 1986, რანტენი), "ფესვები" (ყ. მგელაძე, 1987, ანრი), "ვამეხი მოდის" (ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა, 1987, ზორბეგი), "გამოცხადება" (გ. მატარაძე, 1988, შავდია), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989, ლომების მომთვინიერებელი), "ჩაკლული სული" (ყ. მგელაძე, 1994, სუკის თავმჯდომარე), "ატრაქციონი" (ო. შამათავა, 1995, გურამი), "ჟამი" (ზ. ილურიძე, 1996, ხეცინა) და სხვ. მონაწილეობს ტელესერიალებში. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 187; ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ვებგვერდი: mozardi.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.303 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |