The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამშე ღოღობერიძე

დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს.

1968 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა კურორტ წყალტუბოს სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1975-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N28 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1979-1981წწ. ხელმძრვანელობდა ქ. წყალტუბოს კომუნალურ საწარმოთა კომბინატს; 1982 წელს იყო "წყალტუბოგაზის" მთავარი ინჟინეერი; 1983 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის კომპლექტაციის სამმართველოს უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1985-1987წწ. იყო ამავე სამინისტროს რკინაბეტონის ქარხნის დირექტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.587


გააზიარე: