შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ღულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის საავიაციო ტექნიკუმი 1944 წელს; თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1950წწ. მუშაობდა ქ. დნეპროპეტროვსკში გზის ოსტატად; 1950-1954წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1962-1970წწ. N3 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, იმავე ტრესტის მოპირკეთების სამმართველოს უფროსად; 1970-1972წწ. ქუთაისის საშენ მასალათა კომბინატის დირექტორად; 1973-1977წწ. ქუთაისის სახლმშენებელი კომბინატის უბნის უფროსად, დირექტორის მოადგილედ; 1977-1978წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "კოოპმშენის" ქუთაისის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1978-1985წწ. ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი, ქუთაისის სახლმშენებელი კომბინატის დირექტორის მოადგილე; 1985-1986წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის წყალტუბოს N28 მოძრავ-მექანიზებულ კოლონას; 1986 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სახლმშენებელ კომბინატში სხვადასხვა თანამდებობაზე; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.587-588 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |