შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ყავლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხეთი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. 1947-1961წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "ხრამჰესმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად. მუშაობდა სამშენებლო ტრესტებში "საქჰიდროენერგომშენი" და "ტყიბულმშენი", "გუმათჰესისა" და "თბილსრესის" სამშენებლო სამმართველოების უფროსად; იყო "ენგურჰესისა" და "ხრამჰეს-2-ის" მშენებლობის და სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" თბილისის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოების უფროსი; 1966-1977წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სამოქალაქო ბინათმშენებლობის სამმართველოს ჯერ მთავარი ინჟინერი და შემდეგ კი უფროსი; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე, იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.589 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |