The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ყავლაშვილი

ვასილ ყავლაშვილი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1911  (113 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხეთი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს.

1947-1961წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "ხრამჰესმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად. მუშაობდა სამშენებლო ტრესტებში "საქჰიდროენერგომშენი" და "ტყიბულმშენი", "გუმათჰესისა" და "თბილსრესის" სამშენებლო სამმართველოების უფროსად; იყო "ენგურჰესისა" და "ხრამჰეს-2-ის" მშენებლობის და სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" თბილისის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოების უფროსი; 1966-1977წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სამოქალაქო ბინათმშენებლობის სამმართველოს ჯერ მთავარი ინჟინერი და შემდეგ კი უფროსი; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე, იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.

 წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.589

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ბოგდან ხმელნიცკის III ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: