The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ყავლაშვილი

რევაზ ყავლაშვილი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხეთი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1960წწ. პროფესიული საქმიანობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "თბილგაზმშენის" სარემონტო-სამონტაჟო სამმართველოში ინჟინრად; 1960 წლიდან იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში; მუშაობდა "თბილსრესის" მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, "ენგურჰესის" მშენებლობის სამოქალაქო ბინათმშენებლობისა და "ვარდნილჰესების" კასკადის სამშენებლო სამმართველოებში უბნების უფროსად, "კაშხალმშენის" სამმართველოში მთავარი ინჟინრის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1988 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ვარციხჰესის სამშენებლო სამმართველოს, მოგვიანებით - სააქციო საზოგადოება "საქჰიდროენერგომშენის" სახაზინო საწარმო "ვარციხჰესს"; 2000-2010წწ. სათავეში ედგა "რიცეულაჰესის" (რაჭა) მშენებლობას; 2010 წლიდან "ლეხუნიჰესის" (რაჭა) მშენებლობის მთავარი ინჟინარია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.589

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: