შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ყანჩაველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი 1969 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1976 წელს. 1966-1985წწ. მუშაობდა გორის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის განყოფილების ინჟინრად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1985-1995წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს გორის N3 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1995 წლიდან საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ქ. გორის N3 სამშენებლო ტრესტის გენერალური დირექტორია; 1999-2004წწ. საქართველოს პარლამენტის მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №32 გორის საარჩევნო ოლქიდან. მონაწილეობდა გორისა და საჩხერის რაიონების სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კეთილმოწყობილი ახალდასახლებებისა და რიგი სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.590; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 347; qartli.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |