The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ყანჩაველი

დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:1983  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1945 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1960 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ მიწვეულ იქნა თბილისის წყალსადენის ტრესტში ინჟინრად, შემდეგ იყო მთავარი ინჟინერი; 1969 წლიდან ტრესტის მმართველი; 1972 წლიდან პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს, იყო წყალმომარაგების და წყალარინების კათედრის დოცენტი, კათედრის გამგე; თბილისის წყალსადენში მუშაობის პერიოდში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის განვითარებისა და მოწესრიგების საქმეში; განსაკუთრებით აღსანიშნავია არაგვის ხეობის სათავე ნაგებობებიდან მიღებული წყლის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რაც მიღებულ იქნა მიწისქვეშა წყლების ნაკადის ხელოვნურად გაძლიერების ღონისძიებების გატარებით; 1953 წლიდან იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; 1975 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი; გამოქვეყნებული ჰქონდა 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელოები და მეთოდური მითითებანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.590-591

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: