შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ყანჩელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ავტოსაგზაო-სამშენებლო ფაკულტეტი 1932 წელს. 1932 წელს მუშაობა დაიწყო სპეცგანაწილებით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საავტომობილო გზების მშენებლობის მთავარ სამმართველოში უბნის ოსტატად, მთავარ ინჟინრად; 1936-1939წწ. მუშაობს ზემო სვანეთის უბანზე სამუშაოთა მწარმოებლად; შემდგომ ყვარელში, რაჭაში, ხევსურეთში ცალკეულ უბნებზე და ა.შ.; მისი ხელმძღვანელობით პირველად ჩატარდა ამიერკავკასიის საავტომობილო გზების ინვენტარიზაცია და შემუშავდა საავტომობილო გზების განვითარების ეტაპობრივი გეგმები კატეგორიების მიხედვით; ამიტომაც ითვლება ქართველ მეგზევეთა პირველი თაობის წარმომადგენლად; 1939-1941წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N742; 1941-1945წწ. შპს სპეცსამშენებლო N142 უბნებს; საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გორის N28 საექსპლუატაციო უბანს, "მანგლისი-წალკის" უბანს; მის სახელთან არის დაკავშირებული "ვაზიანი-უჯარმა-თიანეთის", "საჩხერე-ზესტაფონის", "თეთრიწყარო-ხრამჰესის" დამაკავშირებელი გზების და სხვა ობიექტების მშენებლობა; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; საბრძოლო და სამოქალაქო ჯილდოების მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.592 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |