The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ყანჩელი

ოთარ ყანჩელი
დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს.

1955 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო ლაბორანტად ინსტიტუტის მასალათა გამძლეობის ლაბორატორიაში; 1957 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტსა და ქ. თბილისის სხვადასხვა დაწესებულებებში საპასუხისმგებლო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე; 1964-1991წწ. მუშაობდა ქ. თბილისისა და ქ. ცხინვალის სამშენებლო ორგანიზაციებში; განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქართლის რეგიონის წამყვან სამშენებლო ორგანიზაციებში, ასევე, ტრესტ "ორგტექმშენისა" და საწარმოო-სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე ყოფნის დროს; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, თბილისსა და ქართლის რაიონებში აშენდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საზოგადოებრივი დანიშნულებისა და სამრეწველო ობიექტები, ხელოვნური ნაგებობები, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა (თბილისში, გაგარინის ქუჩაზე); პირველად საქართველოში, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების მაღლივი შენობებისთვის ანაკრები რკინაბეტონის, უნიფიცირებული, სეისმომედეგი კარკასულ-პანელოვანი ნაკეთობების სერიის დამუშავების, ათვისებისა და დანერგვის პროცესებში მონაწილეობისათვის 1980 და 1988 წლებში სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიები მიენიჭა; არის 3 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1980, 1988), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პრემია შედუღებისთვის მცირეგაბარიტიანი წყაროს შემუშავებისა და დანერგვისთვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.592-593; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.41

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: