შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი შავლიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1980 წელს; მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ვგიკ) 1985 წელს. 1987 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორია. გადაიღო მხატვრული ფილმები: "წონასწორობა"(1982), "გზის დასაწყისი"(1984), "რთველი"(1985), "სალომე"(1987), "ზეიმი"(1988), "მონეტა"(2005). მიღებული აქვს შავი ზღვის აუზის ქვეყნების I საერთაშორისო კინო ფესტივალის FIPESCI-ს პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის - "მონეტა" (კონსტანცა, რუმინეთი, 2005). კინორეჟისორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 188; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |