The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ შამათავა

ოთარ შამათავა
დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1950  (73 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1980 წელს. 

1973-1981წწ. მუშაობდა "საქქალაქპროექტში" არქიტექტორად; 1981 წლიდან  კინოსტუდია "ქართული ფილმის"დირექტორად; 2000-2001წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის"დირექტორად; 2001-2002წწ. -კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორიად; 2002 წლიდან - სამაუწყებლო კომპანია "იმედის" გენერალური პროდიუსერად. გადაიღო ფილმები: "რევანში" (მ/მ, 1982), "ვამეხი მოდის" (ო. ლითანიშვილთან ერთად, 1987), "ნატო ვაჩნაძე" (დოკ/ფ, 1983), "ტურანდოტი" (1989), "ატრაქციონი", "ფიესტა" (მ/მ, 1996), "ძვირფასო მ." (2000). მიღებული აქვს საერთაშორისო კინო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი ახალი კინო ენისთვის - "ტურანდოტი" (ვალენსია, 1991). კინორეჟისორი, პროდიუსერი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 189; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; არტინფო: artinfo.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.132

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო სატელევიზიო აკადემია "ემი", წევრი (2004-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: