The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოკი შანიძე

კოკი შანიძე
ოფიციალური სახელი:ვასილ შანიძე
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1912
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 1973  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადებს ადგილი: სოფელი ქვაყუდა, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ორწლიანი საოპერატორო კურსები 1936 წელს.

1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში" რეჟისორის თანაშემწედ. II მსოფლიო ომის დროს აწვდიდა სიუჟეტებს კინოჟურნალებისთვის. მერე ოპერატორად იმუშავა მხატვრულ ფილმზე  "დავით გურამიშვილი" (ნ. სანიშვილი, ი. თუმანიშვილი, 1946). გადაიღო ანიმაციური ფილმები: "ნიკო და ნიკორა" (ა. ხინთიბიძე, 1954), "ჩხიკვთა ქორწილი" (ს. სპარსიაშვილთან ერთად/ა. ხინთიბიძე, 1957), "ხელმარჯვე ოსტატი" (ვ. ბახტაძე, 1957), "უქნარა" (ა. ხუსკივაძე, 1958). 1959-1973წწ. ქდსპფ სტუდიის ოპერატორია, გადაიღო სხვადასხვა ჟანრის ფილმები, მათ შორის: "საპოვნელა" (ო. იოსელიანი, 1959), "იაკობ გოგებაშვილი" (ა. მამულაშვილი, 1960), "ფეხბურთის ოლიმპზე" (თ. ნოზაძე, 1964), "შვილიკა" (ზ. კაკაბაძე, 1965), "ვასილ ამაშუკელი" (ა. მამულაშვილი, 1971) და სხვ. კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 189; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: