The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა ყიფიანი

გელა ყიფიანი
Date of birth:1934
Date of death:2006  (at 72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს.

1964-1966წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ჩიმკენტსტროის" (ყაზახეთის სსრ) სამშენებლო სამმართველო "ინდუსტროიში" სამშენებლო უბნის ოსტატად; 1966-1992წწ. მუშაობდა საწარმოო სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" (ყოფილი სამშენებლო ტრესტი "საქჰიდროენერგომშენი") გაგრის მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამშენებლო უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, უფროსად; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა დასასვენებელი სახლების "ენერგეტიკისა" და "ისკრას", დ. განთიადის საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობების, ქ. გაგრის შემოვლითი საავტომობილო გზის ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას; 1993-1996წწ. დევნილობის პერიოდში იყო საწარმოო სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" სამეურნეო ანგარიშზე მყოფი ქ. სოჭის ადლერის რაიონის სამშენებლო უბნის უფროსი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.594-595


Share: