შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ შანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს ინსტიტუტის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით 1977 წელს. 1970-1973 წწ. მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში; 1978-1982 წწ. ქდსპფ სტუდიაში; 1982 წლიდან ამავე სტუდიის რეჟისორია. გადაიღო ფილმები: "სახელი მატიანეში" (1981), "სამყაროს შექმნა"(რეჟ. რობერტ სტურუას კინოპორტრეტი, 1983 - საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, 1984), "საქართველოს ეცვა ბექთარი", "წესი" (1985), "ფენიქსი", "დაჩქარება" (1986), "უკვდავი სული" (შ. შონიასთან ერთად, 1987), "ფენომენი N7", "გეპატიჟებათ საქართველო", "ვარსკვლავი და ლირა" (1988), "იესო ქრისტეს ძლევაი", "ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი"(1989), "ჩაი ჩვენი არსობისა" (1991), "რონიკები. XX საუკუნის მიწურული" (1997) და სხვ. კინორეჟისორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 189; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |