Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ყურაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. მუშაობდა სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N4 სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, იმავე სამინისტროს N7 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენში" საწარმოო განყოფილების საპროექტო ჯგუფის უფროს ინჟინრად, კომპლექტაციის განყოფილების უფროსად, ასევე, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N18 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ, სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სახლსაშენ კომბინატში მშენებარე დირექციის დირექტორად, იმავე გაერთიანების N1 სახლსაშენი კომბინატის დირექტორად, საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა მრავალი საცხოვრებელი სახლის (ვაზისუბანში), კრწანისისა და კოჯრის სამთავრობო აგარაკების მშენებლობას; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.598 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |