The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკა ჯანჯღავა

ნიკა ჯანჯღავა
Legal name:ნიკოლოზ ჯანჯღავა
Date of birth:23 April, 1970  (54 years)
Category:Public official, Historian, Scientist, Military Person

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1989-1992 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე, ხოლო 1993 წელს გაიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ოფიცერ-არტილერისტთა მოსამზადებელი კურსი, 1995-1996 წწ. აშშ-ს არმიის ქვეითი ჯარის ასმეთაურის, აშშ-ს არმიის საჰაერო-სადესანტო და აშშ-ს არმიის რეინჯერის კურსები ფორტ ბენინგში, ჯორჯიის შტატში, 1999-2000 წწ. აშშ-ს არმიის სპეციალური დანიშნულების ძალების ოფიცრის მოსამზადებელი კურსი, ფორტ ბრაგში, ჩრდ. კაროლინის შტატი, ხოლო 2001-2002 წწ.  კი აშშ-ს არმიის გენერალური შტაბის აკადემია, ფორტ ლევენვორსში, კანზასის შტატი.

1992–1996 წწ. თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობების სამმართველოს ოფიცერი; 1996–1998 წწ. თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ტაქტიკური დაზვერვის სამმართველოს უფროსი ოფიცერი; 1998–2000 წწ. კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მეთაური; 2000-2002 წწ. ივნისი სწრაფი რეაგირების ძალების სარდალი; 2002 წელს სახმელეთო ჯარების სარდალის მოვალეობის შემსრულებელი; 2004–2005 წწ. საბრძოლო მომზადების და სამხედრო მომზადების დეპარტამენტის უფროსი; 2005–2007 წწ. მე-4ე ქვეითი ბრიგადის მეთაური; 2007 წლის იანვარი-დეკემბერი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი; 2008–2009 წწ. სამხედრო ატაშე საბერძნეთში, სერბეთში და მაკედონიაში; 2009-2010 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5-ის სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; 2010-2010 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო განათლებისა და საძრძოლო მომზადების სარდალი; 2010-2011 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედო წარმომადგენელი ავღანეთში (ISAF); 2012-2013 წწ. საქართველოს სამხედრო ატაშე იტალია, ესპაენეთსა და პორტუგალიაში; 2013-2016 წწ. საქართველოს გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი; 2016 წლიდან საქართველოს გენერალური შტაბის  J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი. მიღებული აქვს საბერძნეთის სადესანტო ნიშანი, აშშ-ს არმიის "რეინჯერის" და "სპეციალური დანიშნულების ძალების" სამხრე ნიშანი, კანადის სადესანტო ნიშანი, აშშ-ს ეროვნული გვარდის სადესანტო ნიშანი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პოლკოვნიკი, გენერალური შტაბის უფროსისი პირველი მოაგილე.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი: mod.gov.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.111

Awards and Honors

  • 2017 - გენერალ მაზნიაშვილის მედალი
  • 2016 - სამშობლოსთვის თავდადებული
  • 2010 - ნატო-ს ავღანეთის მედალი
  • 2010 - გენერალ მაზნიაშვილის მედალი
  • 2010 - ღირსების ორდენი
  • 2009 - უმწიკლო სამსახურის I ხარისხის მედალი
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სადესანტო ნიშანი
  • სამხედრო ღირსების მედალი

Bibliography


Share: