The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ შაბურიშვილი

თეიმურაზ შაბურიშვილი
Date of birth:14 October, 1935
Date of death:27 November, 2020  (at 85 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1961წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსში" ტექნიკოსად, ინჟინრად; 1961-1980წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენში" სხვადასხვა თანამდებობაზე; 1980-1989წწ. ამავე ტრესტის მმართველის მოადგილე; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოსთან არსებულ აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს; 1991 წლიდან მუშაობდა სს "ხიდმშენში"; აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა თბილისის აეროვაგზლის, ავტოვაგზლისა და რკინიგზის სადგურების მშენებლობას, თბილისის ელმავალთმშენებელი და ელექტროვაგონშემკეთებელი და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნების რეკონსტრუქციას, "მარაბდა-ახალქალაქისა" და "ზუგდიდი-ჯვრის" ახალი სარკინიგზო ხაზების მშენებლობას, ამიერკავკასიის რკინიგზის "თბილისი-სამტრედიისა" და "გარდაბან-კიროვაბადის" (აზერბაიჯანში) მე-2 სარკინიგზო ხაზების ელექტრიფიცირებას, საცხოვრებელი სახლების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, სამდინარო ხიდების მშენებლობას; ჩართული იყო სომხეთში მიწისძვრით დაზარალებული ობიექტების აღდგენა-მშენებლობაში (1967), ი. გოგებაშვილის (ვარიანში) და ი. მაჩაბლის სახლ-მუზეუმების, ალავერდის ტაძრის, შუამთის მონასტრის, სურამის ციხის, ბოდბის წმ. ნინოს ეკლესიის და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ძეგლების აღდგენაში; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სახელობითი საჩუქარი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.600

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: