The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია შავაძე

ზაქარია შავაძე
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1971 წელს.

1971 წლიდან მუშაობა დაიწყო სსი "თბილქალაქპროექტში" ქალაქის დაგეგმარების სახელოსნოში ტექნიკოსის, არქიტექტორის, ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 1972 წლიდან მუშაობდა სსი "კურორტპროექტის" საქართველოს ფილიალში ჯგუფის ხელმძღვანელად; 1975-1978წწ. იყო სსი "საქქალაქმშენსახპროექტში" ჯგუფის ხელმძღვანელი; 1978 წლიდან მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ადაპტაციის განყოფილების ხელმძღვანელად; 1978-2012წწ. იყო სსი "თბილქალაქპროექტის" პროექტის მთავარი არქიტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1997 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სტუ-ს არქიტექტურის ფაკულტეტზე; მის მიერ ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმი "კოლხეთი" კურორტ მენჯში 500 ადგილზე; მრავალბინიანი საცხოვრებელი და მრავალფუნქციური სახლები თბილისში; სავაჭრო დანიშნულების ობიექტი თბილისში; 270-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში; 64-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ვაზისუბნის დასახლებაში; 200 მოსწავლეზე საჯარო სკოლები სოფელ ნოქალაქევში და სოფელ ხაჟალიაში; საქალაქო სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია; საცხოვრებელი კომპლექსი სამტრედიის ქუჩაზე და სხვა; მის მიერ დაპროექტებულია სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ობიექტები. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.600-601

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი (2008-2012)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1978-)

გააზიარე: